DEWALT — საგარანტიო პირობები (1-წლიანი გარანტია)

  1. გილოცავთ მაღალხარისხოვანი DEWALT-ის პროდუქტის შეძენას, ჩვენ ვაფასებთ თქვენს არჩევანს.
  2. პროდუქტის შეძენისას, მოითხოვეთ, შემოწმდეს მისი კომპლექტაციის სისრულე და გამართული მუშაობა თქვენი თანდასწრებით. გარანტიის ბარათში მითითებული უნდა იყოს: მოდელი, გაყიდვის თარიღი, სერიული ნომერი, წარმოების თარიღი, სავაჭრო ორგანიზაციის დასახელება, ბეჭედი და ხელმოწერა. საგარანტიო ბარათის არქონის, ან მასში შევსებული შეუსაბამო ინფორმაციის შემთხვევაში, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით უარვყოთ თქვენი პრეტენზიები ამ პროდუქტის ხარისხზე.
  3. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, სანამ დაიწყებთ სამუშაოს შესრულებას, კატეგორიული მოთხოვნაა, გაეცნოთ მოხმარების ინსტრუქციას. გარანტიის პირობების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა. პროდუქტის საგარანტიო პერიოდია 12 თვე და ათვლა იწყება გაყიდვის დღიდან. დეფექტების აღმოფხვრის შემთხვევაში, პროდუქციის გარანტიის პერიოდი გაგრძელდება მისი სერვისში ყოფნის პერიოდით. პროდუქტის სამუშაო რესურსია 5 წელი.
  4. პროდუქტის ექსპლუატაციის დროს, ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, გირჩევთ დაუკავშირდეთ მხოლოდ DEWALT-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრებს. მისამართები და ტელეფონის ნომრები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.2helpU.com.
  5. მწარმოებელი რეკომენდაციას იძლევა, პერიოდულად შეამოწმოთ პროდუქცია ავტორიზებულ სერვის ცენტრში.
  6. ჩვენი საგარანტიო ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ გარანტიის პერიოდში აღმოჩენილ ხარვეზებზე, რომლებიც გამოწვეულია წარმოებისას ან ქარხნული ნაწილისგან.

 

DEWALT — 3-წლიანი გარანტია ვებგვერდზე რეგისტრაციის შემთხვევაში

DEWALT დარწმუნებულია თავისი ელექტროინსტრუმენტების ხარისხში და მომხმარებლებს სთავაზობს გარანტიის ვადის 3 წლამდე გაზრდის შესაძლებლობას.

გარანტიის გაზრდის პირობები:

  • გარანტიის 3 წლამდე გასაზრდელად საჭიროა DEWALT-ის პროდუქციის დარეგისტრირება შეძენიდან პირველივე დღეებში ოფიციალურ ვებგვერდზე: https://cee.dewalt.global/my-dewalt
  • რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ამობეჭდეთ DEWALT-ის 3-წლიანი საგარანტიო სერტიფიკატი.
  • საგარანტიო მომსახურების მოთხოვნისას, წარადგინეთ აღნიშნული სერტიფიკატი ავტორიზებულ სერვის ცენტრში, ორიგინალ საგარანტიო ბარათთან ან შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტთან (ჩეკთან/ინვოისთან) ერთად.

 

 

შემთხვევები, როდესაც ნივთი არ ექვემდებარება დაბრუნებას ან გარანტია არ ვრცელდება

პროდუქტზე საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება ან უქმდება შემდეგ შემთხვევებში:

7.1. გასულია საგარანტიო ვადა ან მომხმარებლის მიერ არ არის წარმოდგენილი საგარანტიო ტალონი;

7.2. საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილი, წაშლილი ან გადაკეთებულია, ან საგარანტიო ტალონსა და/ან მოწყობილობის კორპუსზე სერიული ნომერი/კოდი არ იკითხება, ამძვრალია ან დაზიანებულია;

7.3. პროდუქტი გამოყენებულია მისი დანიშნულების შეუსაბამოდ ან მომხმარებლის მიერ არ არის დაცული მწარმოებლის/მოვაჭრის მიერ დადგენილი ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შენახვის წესები;

7.4. პროდუქტი არასწორად იყო შენახული ან გამოყენებულია ისეთი აქსესუარები, მოწყობილობები ან სათადარიგო ნაწილები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ან რეკომენდებული მწარმოებლის მიერ;

7.5. პროდუქტს აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება, მათ შორის გატეხვა, ბზარები, დაშლა, დეფორმაცია ან სხვა სახის დაზიანება, რომელიც გამოწვეულია გარე ზემოქმედებით ან დაკავშირებულია მომხმარებლის პრეტენზიასთან;

7.6. დაზიანებულია ძირითადი ან დამხმარე სახელურები, მაგისტრალური ელექტროკაბელი, პლომბი, ლუქი ან პროდუქტის სხვა კომპონენტი გარე ზემოქმედების შედეგად;

7.7. პროდუქტის სავენტილაციო სისტემაში მოხვდა სამშენებლო მასალა, მტვერი ან სხვა უცხო ნივთიერება, ან პროდუქტში ჩაესხა/შეაღწია ისეთი სითხე ან მასალა, რომელიც არ გამოიყენება პროდუქტის დანიშნულებისამებრ ექსპლუატაციისას;

7.8. პროდუქტის დაზიანება გამოწვეულია სითხის, სინესტის, წვიმის, თოვლის, მაღალი ტენიანობის, გადახურების, დაბალი ან მაღალი ტემპერატურის, კოროზიის, აგრესიული გარემოს ან სხვა უარყოფითი ატმოსფერული/გარე ფაქტორების ზემოქმედებით;

7.9. დაზიანება გამოწვეულია ელექტროენერგიის ქსელის გაუმართაობით ან ძაბვის ცვლილებით, მათ შორის ინსტრუმენტზე მითითებული ელექტროენერგიის ქსელის პარამეტრებთან შეუსაბამო ძაბვით (220–240 ვოლტის ფარგლებს გარეთ);

7.10. პროდუქტი დაზიანებულია გაუთვალისწინებელი გარემოებების ან მწარმოებლის კონტროლს მიღმა არსებული მიზეზების გამო, მათ შორის ბუნებრივი კატასტროფების, ფორსმაჟორული მოვლენების, ხანძრის, მეხის, წყალდიდობის, ძაბვის ცვალებადობის ან სხვა მსგავსი გარემოებების შედეგად;

7.11. პროდუქტის შეკეთება, გახსნა, მოდიფიცირება, სამონტაჟო ან საგარანტიო სამუშაოები შესრულებულია ავტორიზებული სერვის-ცენტრის/სერვისის პუნქტის ფარგლებს გარეთ ან არაუფლებამოსილი პირის მიერ;

7.12. დაზიანება გამოწვეულია არაკვალიფიციური სარემონტო ან სამონტაჟო სამუშაოებით, არაორიგინალი ადაპტერის, ელექტროსადენის ან სხვა შეუთავსებელი კომპონენტის გამოყენებით, მათ შორის პროდუქტის დამაგრძელებელ სადენზე მიერთებით;

7.13. პროდუქტის დეტალებსა და გადაბმებზე აღინიშნება ბუნებრივი ცვეთის ნიშნები, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება: წამყვანი ქამრებითა და ბორბლებით, ნახშირის ჯაგრისებით, საკისრებით, რედუქტორის კომპონენტებით, რეზინისა და ზეთის ბეჭდებით, მიმართულების გორგოლაჭებით და სხვა ცვეთადი დეტალებით;

7.14. გარანტია არ ვრცელდება შესაცვლელ და ცვეთად ნაწილებზე, მათ შორის ცანგაზე, აბრაზიულ დისკებზე, ფილტრებზე, საჭრელ/გადაბმულ დანებზე (ცეპებზე), მტვრის დამცავებსა და სხვა ანალოგიურ ნაწილებზე;

7.15. გაუმართაობა გამოწვეულია ინსტრუმენტის გადატვირთვით, რის შედეგადაც ერთდროულად მწყობრიდან გამოვიდა ორი ან მეტი ნაწილი ან კომპონენტი, მათ შორის, მაგალითად, როტორი და სტატორი, ორივე სტატორის ხვეულა ან სხვა კომპონენტები;

7.16. გადატვირთვის ნიშნებად მიიჩნევა, მათ შორის, ნაწილებისა და კომპონენტების გაუფერულება, დეფორმაცია ან დადნობა, ჩამუქება ან კარბონიზაცია, აგრეთვე ელექტროძრავის სადენების იზოლაციის დაზიანება მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად.